ჯეიმს ბონდის მირიგი ფილმის პრემიერა „No Time To Die“ კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი პანდემიაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ეს ფილმის პრემიერის გადადების უკვე მესამე შემთხვევაა, ფილმის გამოსვლის ახალ თარიღად კი 2021 წლის 8 ოქტომბერი დასახელდა.
თავდაპირველად ფილმი 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და პანდემიის გამო 2020 წლის ნოემბრამდე გადავადდა. თუმცა, პრემიერა ვერც ნოემბერში შედგა და პრემიერა 2021 წლის 2 აპრილისთვის დაანონსდა. ბოლო მონაცემებით კი, ფილმს მაყურებელი ვერც აპრილში იხილავს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა კინო-თეატრების გახსნა, ხოლო „No Time To Die“-ის რამდენიმეჯერ გადადება იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დიდი გაველნა აქვს კორონავირუსის პანდემიას ჰოლივუდზე.
„No Time To Die“ ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რამი მალეკი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინზი, ნაომი ჰარისი და სხვები.