მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიფსი მხოლოდ "არქელებისთვის"

BM.GE
17.01.23 10:21
223
არქიმ დაპირება შეასრულა -15 იანვარს, სპეციალურად არქელებისთვის კომპანიამ ლეგენდარული ჯიფსი კინგსის სოლისტის - Manolo the voice the gypsy-ს კონცერტი გამართა, სადაც 6000-მდე არქელმა ჯიფსი კინგსის ყველასთვის საყვარელი ჰიტების ფონზე, ძველით ახალი წელი აღნიშნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, კონცერტის მიზანი არქის დიდი ოჯახის წევრების გახარება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა იყო. გარდა ამისა, ღონისძიება საქველმოქმედო მიზანსაც ემსახურებოდა - Ბილეთები არქელებს სიმბოლურ ფასად გადაეცათ, შემოსული თანხა კი ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, არქი მაცხოვრებლებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს და მათ კიდევ არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები