მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა

BM.GE
25.05.22 12:46
2115

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით jobs.ge-ზე 32 301 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 69%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

კვლევითი ცენტრი ვაკანსიების ამ მასშტაბით ზრდას 2020 წელს კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ლოქდაუნის მოხსნას უკავშირებს. 

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდამ 1.4% შეადგინა. 

მოცემულ პერიოდში 9112 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020- 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 109%-ით, ხოლო 2019- 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 


ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში 7069 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020 - 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 75%-ით არის გაზრდილი. 

სტუმარი: ნიკა ბაქრაძე - PMC-ის კვლევით ცენტრის მკვლევარი.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები