მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა

647ae36b47702
BM.GE
03.06.23 11:08
475
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივითა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა. მიღებული ნამუშევრების გადარჩევის შედეგად კი ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. პირველი ადგილი დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ნინი მოსეშვილიმა დაიკავა. მე-2 ადგილი კი თბილისემა მარიამ ბროლაძემ და წალკელმა ანა გიგლემიანმა გაინაწილეს. რაც შეეხება მე-3 ადგილს, ის ჭიათურელ ანანო ხახიშვილსა და საგარეჯოელ მარიამ ჩილინგრიშვილს ხვდათ წილად.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი საპრიზო ფონდით დაჯილდოვდნენ, რომელიც ჯამში 3000 ლარს შეადგენდა და შემდეგნაირად ნაწილდებოდა: პირველი ადგილი - 1 500 ₾; მეორე ადგილი - 1 000 ₾; მესამე ადგილი - 500 ₾.

რადგან მეორე და მესამე ადგილები ორ-ორმა კონკურსანტმა გაიყვეს, დაჯილდოების მომენტში, პროექტის სპონსორის, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელმა, თემურ ხონელიამ მიიღო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის გაზრდის თაობაზე და მეორე-მესამე ადგილზე გასულ თითოეულ კონკურსანტს შესაბამისად, 1000-1000 და 500-500 ლარი გადაეცათ.

„სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, რომ ტარდებოდა კონკურსი თემაზე „ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერების საშუალებით”. ზუსტად იმ პერიოდში Facebook-ზე შემხვდა სტატია, რომლის მიხედვითაც გოგონების 25%-ს ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, უშვილობა ემუქრებათ. რადგან საქართველოში გოგონების უმრავლესობას ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალე და აღმოვაჩინე, რომ ყალბია. საკონკურსო ნამუშევარიც სწორედ ამ თემაზე შევქმენი.

კონკურსში მონაწილეობა და საკონკურსო მასალაზე მუშაობა დამეხმარა გამომემუშავებინა ისეთი უნარები, როგორებიცაა ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ფაქტების გადამოწმების და წერის უნარი.

მიხარია, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საპრიზო ადგილიც დავიკავე. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი კონკურსები ისევ გაიმართება და ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ გამოიყენონ შესაძლებლობა“, - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარიამ ბროლაძემ.

მედიაწიგნიერების კონკურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება 13-დან 18 წლამდე, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები