მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი: 2020 წელს ექსპორტის 20%-მდე კლება დაგვიფიქსირდა

60d719d7ebe96
BM.GE
27.06.21 15:50
686
“საექსპორტო მაჩვენებლებში კლებაა, რაც პანდემიის გამო მსოფლიო კრიზისიდან არის გამოწვეული. საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა.” - ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა "Forbes-ის კვირაში" საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ექსპორტზე 40-45%-იან კლებას ველოდებოდით, თუმცა კომპანიამ ბევრი რამ გააკეთა და პროდუქციის ახალი რეალიზაციის  ბაზრები მოიძია. შედეგად, 2020 წელს 18-20%-მდე კლება დაგვიფიქსირდა. ეს კლება მიმდინარე წელს ანაზღაურდება, რადგან ჩვენ ბაზრებზე დადებით ტრენდს ვხედავათ და მას ოპტიმისტურად ვაფასებთ.

იმედი გვაქვს, რომ ნორმალურ პირობებში საერთო საექსპორტო მაჩვენებლებში კომპანიის წილი 7%-დან 12-13%-მდე იქნება. მშპ-ში წილი 1%-დან 2-%მდეა, რაც მცირე არ არის. ეს კომპანია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო წლებში კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისი მოხმარებული ნედლეული მაქსიმალურად მეტი ყოფილიყო, ვიდრე იმპორტირებული. დღეს ნედლეულის 92-93% წმინდა ადგილობრივია, რაც ქვეყნიდან ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს და მეტი ლარის ხარჯვას ქვეყანაში.” - განაცხადა ჩიქოვანმა.

2021 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 32%-ით გაიზარდა და $144 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ფეროშენადნობები საექსპორტო ათეულში რიგით მესამე ადგილს იკავებენ.

ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ ჩიქოვანთან:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები