მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კადრების ნაკლებობა და კვალიფიკაციის პრობლემა ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს"

6208bef8eda8b
სალომე ჭიპაშვილი
11.02.22 09:00
910

"კადრების ნაკლებობა და კვალიფიკაციის პრობლემა არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ინვესტორების შემოსვლას აფერხებს", - ამის შესახებ "საქმიან დილაში" თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა და თურქულმა მხარეებმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იმუშაონ, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და ექსპორტი გაიზარდოს.

"საქართველოსა და თურქეთს შორის მჭირდო ურთიერთობები გვაქვს თითქმის ყველა სფეროში. მაქსიმალურად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, გავზარდოთ ექსპორტი, არამარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. გვინდა შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი და ემიგრანტები დაუბრუნდნენ ქვეყანას.  ტექსტილის სფეროში ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ამ სფეროში 10 ათასი ქართველი მუშაობს“- განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა ტურისტული გამოფენაში, რომელიც ახლა სტამბოლში იმართება, კარგი შესაძლებლობაა პანდემიურ პერიოდში თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის.

სტამბოლში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა EMITT  9 თებერვალს გაიხსნა და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაში "აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი" და კომპანია "ჯეონეტ ექსპო" იღებს მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები