მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში მდინარე ილტოზე საირიგაციო წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

ილტო
BM. GE
30.08.23 16:11
6

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე, მდინარე ალაზნის შენაკად, მდინარე ილტოზე ახალი წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება, რის შესახებაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გეგმა მომზადდება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, ახალი წყალსაცავი 50,000 ფერმერის წყალმომარაგებას შეძლებს. 

"განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო  ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს.ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა,

წყალსაცავის  მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით.

მორწყვის სეზონზე  მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე,"- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრველებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები