მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება

641c3d1515939
ინგა მურუსიძე
23.03.23 15:49
635
ჩვენ მივესალმებით თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს.

მისი თქმით, ყველა სანქცია რუსეთმა ცალმხრივად დაუწესა საქართველოს და მათივე გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებენ ამასთან დაკავშირებით.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული. სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მივესალმებით თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - თქვა კალაძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები