კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, კალიფორნია თავის 40 მილიონამდე მაცხოვრებელს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შეახებ CNN-ი წერს.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა კორონავირუსის გამო ბრძანება – "დარჩი სახლში" გასცა, რომელიც შტატის მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარეშე გარეთ გასვლას უკრძალავს.
გევინ ნიუსომის განმარტებით, ბრძანება ძალაში დღეს საღამოს შევა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება და წესებს არ დაარღვევს.
ბრძანების მიხედვით დაიხურება და მომხმარებელი მომსახურებას ვერ მიიღებს რესტორნებში, ბარებში, სავარჯიშო დარბაზებში და აუზებსა და სპა ცენტრებში. მოსახლეობისთვის ღია იქნება ავტოგასამართი სადგურები, აფთიაქები, სურსათის მაღაზიები და რესტორნები საკვების მიწოდების სერვისით.
გევინ ნიუსომის განმარტებით, მათი შტატის მოსახლეობის 56%, ანუ დაახლოებით 25.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსით, დაახლობით 8 კვირის განმავლობაში.
20 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 14,366 ( ბოლო 24 სთ-ში +577) შეადგინა, გარდაიცვალა 217 (ბოლო 24 სთ-ში +10) პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 125 პაციენტი.