მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი ჰოლივუდის ვარსკვლავების ძვირადღირებულ ვილებს უახლოვდება

5db7e1812ca53
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 10:49
1650

კალიფორნიაში ტყის ხანძარი, რომელიც რამდენიმე დღეა მძვინვარებს, ამ დროისთვის, ლოს-ანჯელესის ჩრდილო – დასავლეთით, ჰოლივუდის ვარსკვლავების ძვირადღირებულ უბანს უახლოვდება. როგორც ამერიკული მედია წერს, ტყის ძლიერი ცეცხლის გამო, უამრავ ადამიანს საცხოვრებელი სახლის მიატოვება მოუხდა.



სტიქიამ საფრთხე შეუქმნა მსახიობსა და ყოფილ გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს. კალიფორნიის ტყეში მასობრივი ხანძრის გამო, ბრენტვუდის ძვირადღირებული ვილადან 72 წლის შვარცნეგერის ევაკუაცია გამთენისას, 3:30 საათზე განხორციელდა. მსახიობმა Twitter-ზე მადლობა გადაუხადა "მსოფლიოში საუკეთესო მეხანძრეებს". "ტერმინატორის" ვარსკვლავის თქმით, ისინი რეალური მოქმედების გმირები არიან.

საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდათ კალათბურთის სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსსა და რეჟისორ დეივიდ უოენ  რასელსაც.


ამჟამად ცეცხლი სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით Sonoma County-ში, მეღვინეობის რეგიონშია ყველაზე აქტიური. ხანძარი 250 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ ამ ეტაპისთვის 100-მდე შენობა გაანადგურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე მეღვინეობაც. 80 000 სახლი კი, სახიფათო ზონაშია.

ხანძრის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ადგილზე ასობით სახანძრო და სამაშველოა მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები