მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში ტურისტულ კომპანიას ვხსნით, ამერიკელ ტურისტებს ჩამოვიყვანთ - "ჩექინ თრეველი"

63d275447f22d
გიგა ბენია
26.01.23 16:45
940
ტურისტული კომპანია "ჩექინ თრეველი" კალიფორნიაში ფილიალის გახსნას აპირებს. როგორც BMG-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ია გედევანიშვილმა განუცხადა, ამერიკელები საქართველოთი დაინტერესებულები არიან. 

"ივლისიდან დღემდე ვმუშაობთ იმაზე, რომ აშშ-ში საქართველოს ცნობადობა გავზარდოთ. ამას დიდი რესურსი სჭირდება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციულად გვეხმარება, გვაწვდის მასალებს, რომლებიც საქართველოს შესახებაა გადაღებული. ვფიქრობ, პირველ ფილიალს ლოს-ანჯელესში აგვისტოში გავხსნით",-აცხადებს ია გედევანიშვილი.

მაშინ, როდესაც აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები არ არსებობს, იქნება თუ არა ეს დაბრკოლება ამერიკელი ტურისტების ჩამოსასვლელად, ია გედევანიშვილი აღნიშნავს:

"ეს ხელს არ შეგვიშლის. მთავარია, ამერიკელები დაინტერესებულები არიან საქართველოთი. ტურისტებს საქართველოში სტამბოლის გავლით ჩამოვიყვანთ",-აცხადებს ია გედევანიშვილი.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან 35,319 ვიზიტორი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები