მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიის სანაპიროზე პირბადის გარეშე გასვლა $350-მდე თანხით ჯარიმდება

5f11afda8d866
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.20 22:39
1036
პირები, რომლებიც კალიფორნიის სანაპიროზე პირბადეს არ გამოიყენებენ, ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პირი, რომელიც მოთხოვნას პირველად დაარღვევს 100 აშშ დოლარით დაჯარიმდება, მეორე შემთხვევაში 200 აშშ დოლარით, ხოლო მესამე შემთხვევაში ჯარიმა 350 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

„კორონავირუსის დრამატულად გაზრდილმა შემთხვევებმა, რომელიც ჩვენს ქალაქსა და ლოს-ანჯელესში გამოვლინდა, გვაჩვენა რომ დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული. როგორც ვიცით, პირბადის გამოყენება ამ ეტაპზე ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობაა ვისრუსის გავრცელების შესაჩერებლად“, – განაცხადა კალიფორნიის მერმა რიჩარდ მონტგომერმა.

როგორც მერი აცხადებს, შესაბამისი ზომები თუ არ იქნება დროულად მიღებული, ხელისუფლება იძულებული იქნება ისევ დახუროს ბიზნეს სექტორი, მათ შორის ზღვის სანაპიროებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები