კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზრო პუნქტით გაიზარდა.
საერთო ჯამში, ერთი წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 0.25%-იანი ნიშნულიდან 4.5%-მდე გაზარდა, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რეკორდული ტემპია.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 6.3%-იანი ინფლაციითაა განპირობებული. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება, რაც აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპიც შენელდეს.
ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკი განაკვეთს თებერვალში უკვე აღარ გაზრდის და ის მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზე გადაერთვება.