მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსზე უარს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს - ღარიბაშვილი

649e9c793e3b7
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 13:17
444
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რის გამოც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ის არის, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს რუსეთი. ამის შესახებ მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსი სიმბოლური მნიშვნელობისაა, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს.

რადგან ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება ვართ, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კონკრეტული შედეგები მოაქვს. მინდა გითხრათ, რომ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი არგუმენტი რაც მე მათ ვუთხარი შემდეგია - თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის ინტეგრაციის თუნდაც რეგიონში, ვფიქრობ, ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ საქართველომ მნიშნელოვან პროგრესს მიაღწია. 12 რეკომენდაციიდან 11 შეიძლება ითქვას შესრულებულია. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ თუ ვინმე რამე არ გააკეთა ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია და ომის პარტია, რომელსაც არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები