მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფური“ გორსა და ზუგდიდში შედის

5f0ebffb4e9aa
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.20 17:00
9475
ჰიპერმარკეტი „კარფური“ გორსა და ზუგდიდში ფილიალების გახსნას სექტემბრამდე გეგმავს - განუცხადეს BM.GE-ის კომპანიაში.

„კარფურის“ ადმინისტრაციაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ თუმცა ამბობენ, რომ ფილილების გახსნით რეგიონებში ჯამში 40-მდე ადამიანი დასაქმდება.

„კარფურის“  ფილიალი გორში, ამილახვრის ქ.30-ში, ხოლო ზუგდიდში - დ.აღმაშენებლის ქ. #6-ში გაიხსნება.

„ჩვენ 20 ვაკანსია უკვე გამოცხადებული გვაქვს. ადგილზე დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივები. კომპანია ხსნის ახალ ფილიალებს და აცხადებს ვაკანსიებს გორსა და ზუგდიდში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ადგილზე, ან მოგვწერონ Facebook-ის პირად შეტყობინებაში, ან გადმოგვიგზავნონ რეზიუმე ელ-ფოსტაზე, ან რეზიუმეს არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ სპეციალურ ნომერზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. მიღებული თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას და შეისწავლიან საოპერაციო პროცედურებს“, - აცხადებენ „კარფურში“.

მათივე ცნობით, პანდემის პერიოდში „კარფურის“ გუნდის წევრებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდათ. ამავე პერიოდში, კომპანიამ ქსელი გააფართოვა 3 ახალი ფილიალი გახსნა, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სულ ჯამში კარფურში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები