გადმოწერე ბროშურა და შეავსე მარტივი აპლიკაცია: www.carrefour.ge/franchise
კარფური, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში კარფური მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოში აღიარებული ბრენდის ნაწილი გახდნენ. სტატიაში მიმოვიხილავთ თუ რა არის კარფურის ინიციატივა, რას სთავაზობს ის ფრენშაიზერებს და როგორ ხედავს კომპანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების გზებს საქართველოში.
„ვიწვევთ დაინტერესებულ, მოტივირებულ მეწარმეებს, რომ გახდნენ ჩვენი ბიზნეს პარტნიორები, გახსნან და ჩვენთან ერთად წარმატებით მართონ კარფურის მცირე ფორმატის მაღაზიები - „კარფურ სითი“/ Carrefour City. ქვეყანაში დაარსების დღიდან, კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს და საუკეთესო ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. კარფურის მაღალი დონის აღიარება საქართველოში საშუალებას მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ მოგებიანი და გრძელვადიანი ინვესტიცია“, - ამის შესახებ საქართველოში, კარფურის გენერალურმა დირექტორმა - ჟერომ აკელმა, განაცხადა.
იმისათვის, რომ გახდეთ კარფურის ფრენშაიზერი, კომპანია ორ სხვადასხვა ალტერნატივას გთავაზობთ:
● არსებული მაღაზიის გადაკეთება: თუკი მეწარმე უკვე ფლობს საცალო ვაჭრობის ობიექტს, კარფური დაეხმარება მას საკუთარი მაღაზიის “კარფურ სითის“ / Carrefour City მარკეტად გარდაქმნაში. მსგავსი ტრანსფორმაცია საშუალებას მისცემს მეწარმეს, გაზარდოს გაყიდვები და მართოს მოგებიანი ბიზნესი.
● ახალი მარკეტის გახსნა: მეწარმეები, რომლებიც არ ფლობენ მაღაზიას ან შესაბამის უძრავ ქონებას, კარფური მათ ბიზნესის დასაწყებად პროფესიონალური დახმარებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ეს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც სასურსათო ბიზნესში სურთ ჩართვა, დაიწყონ წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა.
კარფური ფრენშაიზერებს სთავაზობს ტრენინგების მხარდაჭერას Retail Business School-ის საშუალებით. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ფრენშაიზერთა ტექნიკური და ფუნქციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, წარმატებულად მართონ საცალო ვაჭრობის ბიზნესი.
კარფურის ინიციატივა ფრენშაიზის შესახებ უნიკალურ და მოგებიან შესაძლებლობას ქმნის დამწყები მეწარმეებისთვის - გახდნენ გლობალური ბრენდის ნაწილი. პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე წვდომით, ექსკლუზიური ბრენდების შეთავაზებით და ლოიალურობის პროგრამით, ფრენშაიზერებს შეუძლიათ, შექმნან მოგებიანი საცალო ბიზნესი ქართული საზოგადოებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველყოფით. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერითა და მეწარმეების გაძლიერებით, კარფურის ფრენშაიზის ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ერთგულებას ქართული ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობისადმი.
გადმოწერე ბროშურა და შეავსე მარტივი აპლიკაცია: www.carrefour.ge/franchise
(რ)