მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფური“: საქართველოში სურსათზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაში აქტიური წვლილი შეგვაქვს

60b38436f0690
თელარა გელანტია
30.05.21 18:15
1198
კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ („კარფური“) გენერალური დირექტორ კრისტოფ ორსეს განცხადებით, „კარფურს“ საქართველოში სურსათზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაში აქტიური წვლილი შეაქვს.

ამის შესახებ მან „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ „კარფურმა“ ქვეყანაში საერთაშორისო გამოცდილება შემოიტანა.

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალურ ბაზარს. ვგრძნობთ მსოფლიო ბაზრის მაჯის ცემას და მივყვებით საცალო ვაჭრობის ტენდენციებს მსოფლიოში. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენი მისიაა, ამ ტენდენციების დაფიქსირება და შემდეგ საჭირო პოლიტიკის განხორციელება ყველგან, მათ შორის საქართველოში. თანამედროვე ვაჭრობას დღეს ბევრი სარგებელი მოაქვს. მაგალითად, „კარფურს“ ქვეყანაში აქტიური წვლილი შეაქვს სურსათზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაში. მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვა ჩვენთვის ფუნდამენტურია. ასე რომ, „კარფური“ ამ მიმართულებით განუწყვეტლივ მუშაობს, დაბალი ფასების შენარჩუნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პანდემიის ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოში თანამედროვე ვაჭრობის მნიშვნელობა დადასტურდა, რადგან მიწოდების ჯაჭვის საკითხმა შეგვძრა. შეგვძრა ფასების ინფლაციამ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გუნდი ყოველდღიურად ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით, და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აცხადებს კრისტოფ ორსე.

ამასთან, „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საქართველოს ბაზარზე შემოსვლის პერიოდი გაიხსენა და იმ ტენდენციებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანაში ორგანიზებული საცალო ვაჭრობის განვითარების კუთხით არის.

„როგორც იცით, ბაზარზე 2012 წელს შემოვედით. ჩვენ ვმუშაობთ „კარფურის“ საფრანგეთის ფრენჩაიზის ხელშეკრულებით. დასაქმებული გვყავს 2,500-მდე ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მეამაყება ისიც, რომ დღეს ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტის მნიშვნელოვანი უმრავლესობა - ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდობაა. ეს არის ის, სადაც დღეს ჩვენ ვართ. მიხარია, რადგან ვფიქრობ, 2012 წლის შემდეგ განვითარების კარგი მაგალითი ვაჩვენეთ.

სამი-ოთხი წლის წინ იყო ისეთი რეალობა, რომელშიც თანამედროვე, ორგანიზებული საცალო ვაჭრობა, დაახლოებით, 16%-დან 18%-მდე იყო წარმოდგენილი. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში ეს რიცხვი გაორმაგდა. ახლა ჩვენ 40%-თან ახლოს ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის მიღმა დინამიური პროცესია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, საიდან მოდის ეს ყოველივე. წინა პერიოდში, არაორგანიზებული საცალო ვაჭრობა, ტრადიციული საცალო ვაჭრობა თითქმის 90%-ს შეადგენდა; როდესაც „კარფური“ ბაზარზე შემოვიდა, ბევრი მიმართულებით შეუწყო თანამედროვე ვაჭრობის განვითარებას ხელი. ბევრი საცალო მოვაჭრე თამაშში შედიოდა და უფრო და უფრო მეტ მაღაზიას ხსნიდა. ბოლო სამი წლის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება ველოდოთ კიდევ 10 ან 20 პროცენტს, რითაც თანამედროვე ორგანიზებული საცალო ვაჭრობა, უახლოვეს მომავალში 60%-ს მიუახლოვდება. დღეს საქართველოში, დაახლოებით, 1500 მაღაზიაა, უშუალოდ „კარფური“ კი 45 მაღაზიითაა წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები