მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელი EU-საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა - კობახიძე

62d7ed8c4c847
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 15:58
750
„სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა“, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის საქმიანობის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ამაზე აქამდე მხოლოდ იმიტომ არ საუბრობდა, რომ კარლ ჰარცელი მოქმედი ელჩი იყო.

„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის მოქმედი ელჩი იყო, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. მასზე კომენტარის გაკეთებას ვერიდებოდით, თუმცა დღეს როდესაც დაასრულა თავისი მისია თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, - ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები