მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარტოფილის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით კარტოფილს

60914b5599c96
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.21 19:30
2542
პანდემიურ 2020 წელს საქართველოში კარტოფილის იმპორტი 46.1%-ით გაიზარდა. 17 980.6 ტონა კარტოფილის შესაძენად ქვეყნიდან გასულ წელს 3.5 მლნ დოლარი გავიდა.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი კარტოფილი გასულ წელს გერმანიიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან შევიძინეთ.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში კარტოფილის იმპორტი განხორციელდა:

1. გერმანია - 1 მლნ დოლარი, 1 193.8 ტ.;
2. თურქეთი - 883.4 ათასი დოლარი, 8909.5 ტ.;
3. ნიდერლანდები - 565 ათასი დოლარი, 741 ტ.;
4. აზერბაიჯანი - 394.4 ათასი დოლარი, 2 466.6 ტ.;
5. რუსეთი - 327.5 ათასი დოლარი, 2 576.9 ტ.;
6. საფრანგეთი - 122.6 ათასი დოლარი, 172.7 ტონა;
7. ეგვიპტე - 114.8 ათასი დოლარი, 849 ტ.;

2020 წელს კარტოფილი მცირე რაოდენობით სომხეთში, ბელგიაში, ბელარუსსა და ირანშიც შევიძინეთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებელიც მცირედით, მაგრამ 9.7%-ით გაიზარდა და ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 2020 წელს 1.1 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი - 669.1 ათასი დოლარი, 1 663.6 ტ.;
2. აზერბაიჯანი - 319.1 ათასი დოლარი, 2 130 ტ. ;
3. სომხეთი - 34.4 ათასი დოლარი, 253.4ტ.;
4. მოლდოვა - 32.9 ათასი დოლარი, 102.7 ტ.;
5. ბელარუსი - 12.3 ათასი დოლარი, 81.4ტ.;

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის დასაწყისში ახალი ან შეყინული კარტოფილის იმპორტი შემცირდა. იანვარ -მარტში საქართველოში 884 ათასი დოლარის ღირებულების 4 601.2 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ქვეყნიდან ამავე პერიოდში 5 262.9 ტონა კარტოფილის შესაძენად 1.3 მლნ დოლარი გავიდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კლება 33.5%-ია.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ კარტოფილის ექსპორტით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 624.3 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 520%-იან ზრდას ნიშნავს, რადგან გასული წლის ამ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე 560.3 ტონა კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა, რომლის ღირებულებამ 100.7 ათასი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს კი პროდუქტი რუსეთში (269.6 ათასი დოლარი, 599.2 ტ.), აზერბაიჯანში ( 196.1 ათასი დოლარი, 1 557.6 ტ.), თურქმენეთში (125.4 ათასი დოლარი, 871.2 ტ.), მოლდოვაში (21.8 ათასი დოლარი, 109.1 ტ.) სომხეთსა და მცირე რაოდენობით ჰონგ-კონგშიც გავიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები