მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კარტოფილზე მოთხოვნა გაიზრდება” - USAID-ის კარტოფილის პროგრამის ხელმძღვანელი

623c86ab08a80
სალომე ჭიპაშვილი
25.03.22 09:40
2054
„კარტოფილი გახლავთ მეორე პური საქართველოსთვის, რუსეთისა და უკრაინისთვის“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ USAID-ის კარტოფილის პროგრამის ხელმძღვანელმა რუსუდან მდივანმა.

„საქართველოში ხორბლის 95 პროცენტი რუსეთიდან შემოდის, ძალიან მცირე ნაწილი ყაზახეთიდან. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხორბლის შემოტანაზე კრიზისი შეიქმნება, წინ წამოიწევს კარტოფილი. კარტოფილი კი არის კულტურა, რომლის თვითდაკმაყოფილების მაჩვენებელი საქართველოში 90%-ია, ანუ ფაქტობრივად იმდენს ვაწარმოებთ, რამდენიც გვჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კარტოფილის მოხმარება გაიზრდება, რასაც ველოდებით კიდეც, საექსპორტოდ შეიძლება არცკი დაგვრჩეს“ - განაცხადა რუსუდან მდივანმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში კარტოფილის ექსპორტის მატების ტენდენცია შეიმჩნევა, რომელმაც პიკს 2021 წელს მიაღწია და ქვეყნიდან 16 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი გავიდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი რუსეთი და აზერბაიჯანი გახლდათ.

„ამას თავისი მიზეზები აქვს, რუსეთში მოსავლის დეფიციტი იყო. ასევე აზერბაიჯანისთვის ძალიან პერსპექტიული ადრეული კარტოფილის ექსპორტი იყო. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ეხლა ვართ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, რაც ხელს გვიშლის არამარტო კარტოფილზე, არამედ ნებისმიერ პროდუქტის ევროკავშირის ქვეყნებში გატანაზე. შესაძლოა ჩვენი პროდუქცია ხარისხიანია, მაგრამ არ არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ამას აღიარებს და სერტიფიკატს გასცემს“- აღნიშნა რუსუდან მდივანმა.

აქვე ისიც აღნიშნა, რომ კარტოფილზე ორი წლის წინ გაიცა ბრძანება, რომ 2024 წლიდან კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირება სავალდებულო უნდა გახდეს. შესაძლოა არა სრულ სერტიფიცირებაზე იყოს საუბარი, არამედ კიდევ რაღაც გარდამავალ ფორმაზე, რადგან საქართველოში 96% მცირე ფერმერები არიან და იმ პირობის წაყენება, რომ ფერმერული მეურნეობა აუცილებლად სერტიფიცირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარტოფილის თესლს ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაყიდის, დარგის გაჩერებას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები