მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატეგორიულად არ გვინდა ომში ჩაერთოს ვინმე და შვილები დააყენოს საფრთხის წინაშე - პოდოლიაკი

64a7b81d1083c
BM.GE
07.07.23 10:59
971
არ დაუჯეროთ რუსულ პროპაგანდას, უკრაინას არ სურს, რომ რომელიმე ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკიმ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება სხვადასხვა ფორმით და ეს არის ჰუმანიტარული, სამედიცინო დახმარება, ასევე სანქციების დაცვა.

„ჩვენ არ ვითხოვთ არავის მონაწილეობას ამ ომში. ჩვენ არ ვითხოვთ არავისგან მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვინდა, სამი ამბავი რამ: პირველი - სწორი შეფასება იმ პროცესების, რომელიც უკრაინაშია, მეორე - აუცილებელი დახმარება უკრაინისთვის, ეს შეიძლება იყოს კონსულტაციები, ფინანსური, ჰუმანიტარული, სამედიცინო აღჭურვილობა და მესამე - სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, არ უნდა ახერხებდეს რუსეთი მესამე ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ავლას, ფულის მიღებას, რომ შემდეგ დააფინანსოს ომი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ.

მეტს არაფერს ვითხოვთ. ჩვენ კატეგორიულად არ გვინდა ომში ჩაერთოს ვინმე და საკუთარი ტერიტორია, საკუთარი შვილები დააყენოს საფრთხის წინაშე. გთხოვთ, არ დაუჯეროთ თქვენს ხელისუფლებას, რომელიც გატყუებთ თქვენ, ქართველ ხალხს და თამაშობს რუსული პროპაგანდის სტილში. ისინი გატყუებენ, როცა გეუბნებიან, თითქოს უკრაინაში ვინმეს უნდა, საქართველო იტანჯებოდეს ომით - არა! ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან იყოს მშვიდობა. არ დაუჯეროთ რუსულ პროპაგანდას“, - განაცხადა პოდოლიაკმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები