მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიაში პირველი YTONG-ის ქარხანა თბილისში გაიხსნა - ღირებულება 55 მლნ-ია

6152ffed04ee1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 15:44
3528
საქართველოში, კავკასიის რეგიონში პირველი YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანა გაიხსნა.

YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს.

როგორც YTONG-ის ქარხნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. ბრენდის პროდუქციას შორის გამოარჩევენ სამშენებლო ბლოკს, რომელსაც სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, უფრო ენერგო-ეფექტურია. გარდა ამისა, ქარხნის მფლობელების განცხადებით, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება, გამძლეა და არსებითად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს.

YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები