მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასიის უნივერსიტეტში“ შემოსავლის ₾40 მლნ-მდე ზრდას ელიან - რა თანხა გამოიყოფა სტუდენტების დაფინანსებისთვის?

64c3d3ff641f7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 19:00
984
კავკასიის უნივერსიტეტში წელს შემოსავლების 40 მლნ ლარამდე გაზრდას ელიან. ამის შესახებ უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

კახა შენგელია აღნიშნავს, რომ განათლების სექტორში სასწავლების მართვა პასუხისმგებლიანი საქმეა და ამიტომ უნივერსიტეტი ყოველწლიურად შემოსავლის მესამედს იმ სტუდენტების დაფინანსებაზე მიმართავს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და შესაძლოა ფინანსური რესურსები ჰქონდეთ.

„კავკასიის უნივერსიტეტი შემოსავლის მესამედს უკან აბრუნებს და ეს არ არის მხოლოდ რეინვესტირება, არამედ ეს არის სტუდენტების დაფინანსება. ჩვენთან სტუდენტების ნაწილი უფასოდ, ნაწილი კი ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლობს. ამისთვის რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ, პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საქმეს, რადგან მე ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი თუ რას ნიშნავს ის, როდესაც ფული არ გაქვს და სწავლა გინდა. არ არსებობს ჩვენთან იყოს სტუდენტი, რომელიც კარგად სწავლობს და ვერ იხდის და ის დაიჩაგროს ან სადმე გავუშვათ. თუ მას სწავლა უნდა გვაქვს იმის საშუალება, რომ მისი სწავლების რესურსი გამოინახოს და დაფინანსდეს.

მიმდინარე წელს შემოსავალი შესაძლოა 10-15%-ით გაიზარდოს, გააჩნია როგორი წელი გვექნება. შესაბამისად, შემოსავალმა შესაძლოა 40 მლნ ლარსაც მიაღწიოს“, - ამბობს კახა შენგელია.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში, 2022-2023 წელს TOP-10 კერძო უნივერსიტეტის რეიტინგში კავკასიის უნივერსიტეტს სტუდენტების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია. ამ სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტში 6 249 სტუდენტი ირიცხებოდა, რითაც კერძო უმაღლეს სასწავლებელს ბაზრის 3.9%-იანი წილი, კერძო უნივერსიტეტების ბაზარზე კი 11.2%-იანი წილი უკავია. 2021 წელს კი კავკასიის უნივერსიტეტის შემოსავალმა 25 მილიონ ლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტისთვის 2023 წელი საიუბილეო წელია, წელს უნივერსიტეტს დაფუძნებიდან 25 წელი უსრულდება.

უნივერსიტეტის დამფუძნებელი გადაცემა #რედაქტ2-ში კერძო უმაღლეს სასწავლებლების რეიტინგის პირველ სამეულში ადგილის დაკავების შესახებ ამბობს, რომ მისი ამბიციაა კავკასიის უნივერსიტეტი მოწინავე არა მხოლოდ სტუდენტების რაოდენობით, არამედ ხარისხით იყოს.

„ჩემი მთავარი ამოცანაა კავკასიის უნივერსიტეტი არამხოლოდ სტუდენტების რაოდენობით იყოს მოწინავე პოზიციებზე, არამედ ხარისხით იყოს მაგარი მთელ რეგიონში. იმის ამბიცია მაქვს მთელ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში, სამეზობლოში ყველაფერში პირველები ვიყოთ. ამ მიზანს სანამ აქ ვიქნები, აუცილებლად მივაღწევ, რადგან ამაში ვხედავ, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასაც“, - განაცხადა კახა შენგელიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები