მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა სამყურაშვილი: „ქუჩის რიტეილი 2022 წლიდან აღდგება“

61b34c77952c9
თათია ჩაფიჩაძე
10.12.21 21:00
804
„გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი აცხადებს, რომ ქუჩის რიტეილი აღდგენას 2022 წლიდან დაიწყებს.

როგორც სამყურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში კომერციული სექტორის 2021 წლის შეჯამებისას განაცხადა, მიმდინარე წელს სავაჭრო სექტორების მუშაობა მნიშვნელოვანწილად აღდგა და გრძელვადიანი იჯარები თითქმის უცვლელად შენარჩუნდა.

„სავაჭრო ცენტრების დაკეტვის მომენტები წელსაც იყო წლის დასაწყისში, შემდეგ გვახსოვს, რომ შაბათ-კვირის და საათობრივი შეზღუდვა მოქმედებდა, შესაბამისად წელსაც საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა უკეთესობა აშკარად არის, რაც ბრუნვის ზრდაში გამოიხატება, მას შემდეგ რაც ტურიზმმა დაიწყო აღდგენა. საბოლოო ჯამში გრძელვადიანი იჯარები დარჩა უცვლელი, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს რომ ეს ბიზნესი შენარჩუნდება ასე.

2019 წელს ზოგადად შოპინგზე ტურისტებმა 1.9 მილიარდი ლარი დახარჯეს, ეს არ ნიშნავს რომ სრულად სავაჭრო ცენტრებში იშოპინგეს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი ნაწილი აქედან სწორედ ცენტრებზე მოდიოდა. ახლა უფრო აქტიური აღდგენის მოლოდინში ვართ.

რაც შეეხება ქუჩის რიტეილს, აქ სხვა ვითარება გაქვს, იქ კვების ობიექტები იყვნენ ბევრი და თუ შევხედავთ სექტორულად, ყველაზე მეტად ალბათ მაინც კვების ობიექტებს შეეხოთ კრიზისი. შესაბამისად მათ მოუწიათ ამ ქუჩების დატოვება. დღეს რომ გავიაროთ ძალიან ბევრ „ქირავდებას“ ვნახავთ, თუმცა მოლოდინებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ როგორც კი ტურისტული სექტორი აღდგენას დაიწყებს და მოლოდინი გვაქვს რომ 2022-ში ეს მოხდება, ქუჩის რიტეილში ვაკანტურობის კოეფიციენტი შემცირდება.“ - განაცხადა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები