ICR Group -ის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე ერთ-ერთი იმ ბიზნესმენებს შორის, რომელიც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრს ხვდება.
როგორც შეხედრი დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს, კომენდანტის საათის დაწყების დროის 00:00 საათამდე გადაწევის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს.
საქმე იმაშია, რომ ახლა კომენდანტის საათი 21:00-ზე იწყება და 05:00 საათამდე გრძელდება.
„ყველაზე მთავარია ის, რომ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ახლა კომენდანტი საათის დაწყების დრო 00:00 საათამდე უნდა გახანგრძლივდეს; ესაა უმნიშვნელოვანესი. ასევე, ვემხრობით, რომ ვაქცინაციის პროცესში ბიზნესიც ჩაერთოს.
რაც შეეხება ზოგადად ბიზნესის მდგომარეობას, ჩვენს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ რთული ვითარებაა; იცით, რომ მოლები 1 თებრვლიდან გაიხსნა, მაგრამ მძიმე შედეგები გვაქვს, ამის ორი მიზეზი არსებობს - მოსახლეობაში ფული არ არის და რეგულაციებიც პრობლემას ქმნის“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.