ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო კენიაში, მანდას ყურეში მდებარე ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას ადასტურებს.
თავდასხმა დღეს, კენიის დროით 05:30-ზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტომატებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკის დაკავება სცადეს, მათ საწინააღმდეგო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი თავდამსხმელი დაიღუპა.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ალ-შაბაბმა აიღო.