მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო საპენსიო სქემები - ახალი კანონპროექტი

BM.GE
30.09.21 19:19
380
ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ნებაყოფლობითი საპენსიო დანაზოგების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად. კერძო დაგროვებითი საპენსიო დანაზოგების მართვის პრაქტიკა უკვე არსებობს საქართველოში, როცა კომპანიები უშუალოდ მათი თანამშრომლების საპენსიო დანაზოგებს მართავენ. თუ ქვეყანაში კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა განვითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის”, ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას. რა ცვლილებებს ამზადებს ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო და ზოგადად რამდენად ბევრია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ საპენსიო დანაზოგების მართვას, დამსაქმებელს ანდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები