მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სახლებსა და აგარაკებზე მოთხოვნა გაზრდილია - Myhome.ge

60fedaa254117
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.21 00:13
2083
კერძო სახლებზე მოთხოვნა გაზრდილია - ამის შესახებ bm.ge-ს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Myhome.ge-ის ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა მადონა კაჭკაჭაშვილმა განუცხადა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონება 10.1%-ით გაძვირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფასები წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი კერძო სახლებზე, 7.5%-ით კი ბინებზე.

მადონა კაჭკაჭიშვილის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მოთხოვნა მაღალია კერძო სახლებზე, რამაც ფასის ზრდაც განაპირობა. ზოგადად კი საცხოვრებელი უძრავი ქონება ლარის კურსის გაუფასურების გამოც გაძვირდა.

“მეორე კვარტალში განსაკუთრებით მომატებული იყო ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით და სამშენებლო მასალების ფასების ცვლილებამაც განაპირობა მთლიანად ფასის ზრდა.

მაგრამ ბინასთან და კერძო სახლთან მიმართებით ფასების განსხვავება უფრო მეტად მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებითაა განპირობებული. myhome-ის მონაცემებით, გასული წლის პირველი ნახევრიდან განსაკუთრებით შეინიშნებოდა მოთხოვნის ზრდა ბინებსა და აგარაკებზე თბილისის შემოგარენში და ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. ამიტომ კერძო სახლებზე ფასების ზრდა ამანაც განაპირობა.

ძალიან აქტიურია ემიგრანტების მიმართულება, რომლებიც წლების განმავლობაში გარკვეულ დანაზოგებს აკეთებენ და შესაძლოა, კრიზისის ეს ეტაპი აღიქვეს კარგ ეტაპად ქონების შესაძენად და ინვესტიციისთვის, შესაბამისად, მოთხოვნა ამან დააბალანსა”,- აცხადებს მადონა კაჭკაჭიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები