მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კეთილი და პატიოსანი” მალე გერმანიასა და საფრანგეთში გაიყიდება

61e7b7d224641
მარიამ იზორია
19.01.22 16:03
1139
“კეთილი და პატიოსანის” დასალევი ხილ-ბოსტნეული მალე ექსპორტზე გერმანიასა და საფრანგეთში გავა. კომპანიის პროდუქტი კატარში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება.

გარდა ამისა, კეთილი და პატიოსანის პროდუქცია მოლაპარაკებებს უკრაინასა და დუბაისთანაც აწარმოებს; ასევე მალე რუსეთის ორ უმსხვილეს ქსელშიც იქნება წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე bm.ge-სთან აცხადებს, ბრენდი ჯამში 7 განსხვავებული გემოს ნაწარმს ქმნის. კომპანია ხილფაფების წარმოებითაც არის დაკავებული და წლიურად 1 000-დან 1 500 ტონამდე ხილფაფას აწარმოებს. სამომავლოდ კი, ქარხნის პოტენციალის გათვალისწინებით, წარმადობა 6 000 ტონამდე ავა.

"გერმანიისა და საფრანგეთის დისტრიბუტორებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებული გვაქვს. ამ დროისთვის მოლაპარაკებას რუსეთის ორ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთანაც ვაწარმოებთ. შემოთავაზება უკრაინის ბაზრიდანაც გვაქვს, თუმცა ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა. გარდა ახალი ბაზრების ათვისებისა, სიახლეები ასორტიმენტშიც გვექნება. უკვე 2 ახალი დამუშავეული რეცეპტურა გვაქვს, რომელსაც გაზაფხულისკენ დავამატებთ”, - ამბობს გიორგი ახალაძე.

"კეთილი და პატიოსანი" კომპანია ქართული აგრო პროდუქტის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ ჯამში 4.6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000-ლარიანი გრანტი სოფლის განვითარების სააგენტომ გამოუყო, 1.5 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები