მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეზერაშვილის განცხადებით, მზადაა ისაუბროს, ვინ მფარველობს “ქოლ-ცენტრების ჰაბს” საქართველოში

643e90a05bf33
BM.GE
18.04.23 16:59
707
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი BBC-ის საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ინფორმაციას ბრიტანულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამასთან, დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე რომ საქართველოში ქოლ-ცენტრების ბიზნესს თანამდებობის პირები მფარველობენ. ბიზნესმენის განცხადებით, ის მზადაა ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო სტრუქტურას მიაწოდოს ეს ინფორმაცია.

“მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს,”- აცხადებს დავით კეზერაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი კიბერ-თაღლითური ქსელის - Milton Group-ის უკან სავარაუდოდ დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

12 აპრილს დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის გეგმავს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები