მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KFC-ის მფლობელი კომპანია რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს ტოვებს

63579bf74834f
გიორგი თოლორდავა
25.10.22 12:25
660
სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ჰოდინგი Yum! Brands-ი, რომელიც KFC-ს, Pizza Hut-სა და Taco Bell-ს ფლობს, რუსეთის ფედერაციის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს.

Yum-ის განცხადებით, ქსელური რესტორნები და ფიზიკური აქტივები რუსულ კომპანია Smart Service Ltd-ზე გაიყიდება, რომელიც ამჟამად KFC-ის ფრენშაიზის ოპერატორია.

აღსანიშნავია, რომ გარიგების ზუსტი მოცულობა და დეტალები ჯერ გასაჯაროებული არ არის, ტრანზაქციის ოფიციალურად დასასრულებლად კი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან თანხმობის მიღებაა აუცილებელი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, Yum-ი რუსეთში ოპერირებას საბოლოოდ შეწყვეტს.

საერთო ჯამში, Yum-ის ბრენდების სახელით რუსეთის მასშტაბით 1,000-მდე რესტორანი ოპერირებდა, კომპანიის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კი, კონტრაქტორებს რებრენდინგი და KFC-ის, Pizza Hut-ისა თუ Taco Bell-ის სახელების შეცვლა მოუწევთ, ისევე როგორც ეს McDonald's-ის შემთხვევაში მოხდა.

კომპანია Smart Service-ის უკან რუსი მეწარმეები, კონსტანტინ კოტოვი და ანდრეი ოსკოლკოვი დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში KFC-ის ფრენშაიზის ოპერატორების იყვნენ. 

ცნობისთვის, Yum-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 31 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზემოხსენებული სიახლე კი კომპანიის ინვესტორებმა შედარებით ნეგატიურად მიიღეს - საფონდო ბირჟაზე Yum-ის აქციების ღირებულება თითქმის 2%-ით დაეცა.
 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები