მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარვეზები საპენსიო შენატანების ადმინისტრირებაში

საპენსიო შენატანების ადმინისტრირებაში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ გადაცემის ან ნაწილში. ერთია ის, რომ არის შემთხვევები, როცა ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცია გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების დეკლარაციებში ასახულ ინფორმაციებს არ ემთხვევა, თუმცა როგორც ირკვევა არსებობებს ისეთი ფაქტებიც, როცა დამსაქმებელი დასაქმებულის მიერ გადახდილ 2%-ს არ ადეკლარირებს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ისაუბრა მიმდინარე კვირაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში. 

რამდენად სწორად ასრულებენ დამსაქმებლები საპენსიო სააგენტოს მიმართ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ამის კონტროლი საპენსიო სააგენტომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და შესაბამისი გამაფრთხილებელი შეტყობინებებიც აპრილის თვიდან დაეგზავნათ ბიზნესოპერატორებს. რამდენად გასამკაცრებელია კონტროლი და რას შეცვლის შემოსავლების სამსახურის ნაცვლად ამ მანდატის საპენსიო სააგენტოსთვის გადაცემა? 

სტუმარი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები