მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი სფერო, რომელშიც EU-მა საქართველოს მეტად უნდა დაუჭიროს მხარი - კვლევის შედეგები

საქართველო

EU NEIGHBOURS EAST-ის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მკვეთრად გაიზარდა.

კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს გაუტოლდება, მაშინ როდესაც 2016 წელს 60% იყო, 2019 წელს - 74%, 2020 წელს - 71%, 2021 წელს - 76%. ამასთან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობას დადებითად 50% აფასებს, ხოლო 16% თვლის რომ მხარდაჭერა არაეფექტიანია.

ამასთან, მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება

კვლევის ავტორებმა გამოკითხვის მონაწილეებს ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელშიც მათი აზრით, ევროკავშირმა საქართველოს მხარი მეტად უნდა დაუჭიროს. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:

ეკონომიკური განვითარება - 46%

განათლება - 40%;

დასაქმების შესაძლებლობა - 34%;

სოფლის მეურნეობა - 19%;

ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას EU-თან კარგი ურთიერთობა აქვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები