ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩემ ინი, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას აპირებს და ლიდერებს შორის შეხვედრის მთავარი თემაც, სწორედ ეს იქნება.
ჯავშნიანი მატარებლით კიმ ჩემ ინი ჯერ ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრამდე მივა, საიდანაც ვლადივოსტოკამდე 150 კილომეტრის გზა დარჩება გასავლელი. რუსეთში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელმაც სტარტი კვირას აიღო და ოთხშაბათს დასრულდება - მეზობელი სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა, სწორედ ოთხშაბათს გაიმართება.