მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიმატის კრიზისის გამო EU-ს სტიქიური უბედურებების ფონდში ფინანსები იწურება

ბუნებრივი კატასტროფები

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირს “სასწრაფოდ” ესაჭიროება დამატებითი ფინანსები, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კრიზისის გამო, გადაუდებელი დახმარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, 2021-22 წლებში გაზრდილი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების დროს თითქმის სრულად აითვისეს.

ევროპა ექსტრემალური ამინდითა და კლიმატური გამოწვევებით სავსე კიდევ ერთ ზაფხულს ემშვიდობება. სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, საბერძნეთში მომაკვდინებელი ხანძრები კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, ესპანეთში კი რეკორდულმა გვალვამ მოსავალი გაანადგურა. მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში, ევროკავშირის გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტყის ხანძრების, წყალდიდობებისა და თბური ტალღების გამო 12 შეტყობინება შევიდა.

ევროკავშირის სოლიდარობისა და გადაუდებელი დახმარების რეზერვისთვის, რომელიც ევროპულ ქვეყნებს კრიზისის დროს ეხმარება, ბლოკი ყოველწლიურად €1.2 მილიარდს გამოყოფს, თუმცა ევროკომისია 2024-27 წლებისათვის ბიუჯეტის დამატებით €2.5 მლრდ-იან ზრდას ითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები დამატებითი სახსრების გაღების სურვილით არ გამოირჩევიან. 

ევროკომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროპის სტიქიასთან ბრძოლის სისტემა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და დამატებითი ბიუჯეტის გარეშე, შესაძლოა, საჭიროების ჟამს დახმარება ვერ შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები