საქართველოს კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მიმართვიანობამ იმატა. სპეციალისტები შემთხვევების ზრდას ზაფხულის პერიოდს და ხალხმრავალი ღონისძიებების მატებას უკავშირებენ და მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აღნიშნავს, მომართვიანობა ბოლო 4-5 დღეა, რაც გაზრდილია.
მისივე თქმით, მაღალმომართვიანობა განსაკუთრებით ორსულებსა და 60 წელზე მეტი ასაკის პირებშია.
„4-5 დღეა, რაც მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. 2-ჯერ მეტი პაციენტი გვიწევს კლინიკაში, ვიდრე გამოყოფილი საწოლების რაოდენობაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საშუალო და მძიმე პაციენტები ჭარბობს. განსაკუთრებით მაღალი მომართვიენობაა ორსულებსა და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მხრიდან. გამოხატულია კოვიდისთვს დამახასიათებელი სიმპოტმები და დაავადებები, მათ შორის, პნევმონია, მაგრამ განსხვავებით წინა შტამისგან, ეს შტამი ნეიროტოქსიკური თვისებით გამოირჩევა. კოვიდინფიცირებულებს ახასიათებთ მსუბუქი ენცეპალოპატია, რაც წინა პერიოდში არ იყო გამოვლენილი“, - განმარტავს რატიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ცნობისთვის: გასული ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.