გუშინ, ჯანდაცვის მინისტრმა, ჩაფიძის კლინიკაში ვიზიტისას დაანონსა, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. როგორც მინისტრი ამბობს, ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. ზურაბ აზარაშვილის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განმარტა, რომ აკრედიტაციის კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას და სამედიცინო ინფრასტრუქტურას მოიცავს, რა სტანდარტის მისაღწევადაც 18-დან 24 თვემდეა საჭირო. რას ფიქრობს თავად სექტორი დაანონსებულ ცვლილებებზე, გავლილია თუ არა ეს საკითხი კლინიკებთან?