ავიაკომპანია KLM-ის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ელბერის განცხადებით, ავიაკომპანია წელს ფრენების განახლებას თითქმის ყველა მიმართულებით შეძლებს, რადგან ვაქცინაცია ნორმალური ტემპებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
„ჩვენი მოლოდინებით, კომპანია თითქმის ყველა მიმართულებით ფრენებს 90-95%-ით განაახლებს, თუმცა ფრენების სიხშირე პანდემიამდელ მდგომარეობაზე ნაკლები იქნება, რადგან მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით ბევრად ნაკლებია“ , - განაცხადა პიტერ ელბერმა.
KLM-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ავიაკომპანიამ პირველი კვარტალი წმინდა ზარალით დაასრულა. კომპანიის ზარალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა პიტერ ელბერი აღნიშნავს, რომ KLM-ს $4.1-მილიარდიანი საკრედიტო ხაზი აქვს, რის საფუძველზეც შეუძლია კომპანიის გამართული ოპერირების უზრუნველყოფა.