მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბები იხსნება - რა რეგულაციები იმოქმედებს?

61ce124d7fa38
თამთა ჯიჯავაძე
31.12.21 00:09
575
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები