"ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. უმკაცრესად და უსწრაფესად უნდა მოხდეს არსებულ ნიშნულზე მაინც დაბრუნება. ამ ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიყენებთ," - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
ბიზნესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელიც წერს, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. გვენეტაძის თქმით, ლარი 20%-ით არ გაუფასურებულა, ეროვნული ბანკის დროულმა გადაწყვეტილებებმა კი ეკონომიკა და ბიზნესი "არაერთხელ გადაარჩინა".
"პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია.
გონივრული და თანმიმდევრული მიდგომების შენარჩუნებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარანტია, ამ შოკსაც გავივლით!
P.S. ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა „ . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში“.
P.P.S. დედოლარიზაციას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს,"- წერს კობა გვენეტაძე საკუთარ Facebook-ზე.