მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოდალას" ხის სათამაშოები თებერვლიდან "ავერსის" ქსელშიც გაიყიდება

5e108dda8c2c3
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.20 16:34
2532
თებერვლიდან, ქართული წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები ავერსის სააფთიაქო ქსელშიც გაიყიდება, - ამის შესახებ BM.GE-ის სოციალური საწარმო „კოდალას“ დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ხის სათამაშოების მწარმოებელ კომპანიასა და ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის დეკემბერში გაფორმდა, ობიექტების ათვისებას კი მწარმოებელი თებერვლიდან დაიწყებს.

„გასულ წელს ჩვენი პარტნიორი კომპანია „ავერსი“ გახდა. სააფთიაქო ქსელში ჩვენი პროდუქციისთვის ექსკლუზიურად სპეციალური ადგილი გამოიყოფა და სათამაშოების რეალიზება მოხდება. თებერვალში ჩვენი პროდუქცია პირველ ეტაპზე 50 ობიექტზე შევა, მათ შორის ალბათ ბათუმსა და ზუგდიდშიც, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, მათი ათვისება ეტაპობრივად მოხდება. სულ 200 ობიექტზეა საუბარი. პირველ ეტაპზე ჩვენ 100 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზებას ვგეგმავთ და მერე ალბათ გაორმაგდება“, - უთხრა BM.GE-ის კოტე სვანაძემ.

„კოდალას“ დამფუძნელის თქმით, ქართული ხის სათამაშოები სხვადასხვა მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში იყიდება, როგორიცაა სუპერი, გუდვილი, აგროჰაბი, სმარტი და სხვა საცალო ობიექტები.

„ჩვენი მიწოდების ფასი 5-დან 35 ლარამდეა, მაღაზიებში კი სათამაშოები ღირებულება 10-დან 45 ლარამდეა“, - ამბობს სათამაშოების მწარმოებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები