ფინანსთა მინიტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც არ არის მიბმული ანტიკრიზისული გეგმისა და ეკონომიკის გახსნის კონკრეტულ ეტაპებს და მათ შორის დაასახელა კომენდანტის საათიც.
ფინანსთა მინისტრის თქმით, კომენდანტის საათის მოხსნა, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ეტაპზე და არ იყოს საჭირო ბოლო ეტაპამდე დალოდება. მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სურათზე.
“დღეს რამდენიმე საკითხი არ იყო, ესე ვთქვათ, კონკრეტულ ეტაპებთან მიბმული. ეტაპები დადგინდა ასე: სექტორები, რომლებიც შედარებით დაბალრისკიანია, პირველ რიგში იხსნება ისინი, მერე ხდება მათი მონიტორინგი. ეს საკითხები ეტაპებზე მიბმული არ არის, ეს შეიძლება, პრაქტიკულად ნებისმიერ ეტაპზე მოხდეს. აი, მაგალითად, პირველიდან მეორე ეტაპამდე რომ ვნახავთ ეპიდემიოლოგიურ სურათს, ან მეორედან მესამეზე, ანუ ეს საკითხი შეიძლება მოხვდეს, არა ბოლოში - მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ეტაპზე, არამედ შესაძლოა, მოხდეს მეორე და მესამე ეტაპზეც. მაგას შევხედავთ და ეს ნაწილი დატოვებულია ცალკე და არ არის მიბმული საკუთრივ ფაზებზე“- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დღეს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარადგინა.