„კომენდანტის საათის“ მოხსნას სასტუმროს გახსნით აღვნიშნავთ“, - განუცხადა BM.GE-ის ახალი სასტუმრო „ბიოგრაფის“ მმართველმა პარტნიორმა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ თბილისში, ორთაჭალაში 18 მლნ ლარის ინვესტიციით, დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო „ბიოგრაფს“ გახსნის.
112-ნომრიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ დამსვენებელს 4 ივლისს მიიღებს. სასტუმროში განთავსების ღირებულება 50 დოლარიდან იწყება და ფასი ნომრის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.
„ახალ სასტუმროში ჯავშნები ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან უკვე შემოსულია“, - აღნიშნა ჰოტელიერმა.