მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

5ea155ad6b6e5
BM.GE
23.04.20 12:42
795
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირეს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანას. საკითხი დაჩარებული წესით განხილვისთვის ინიციატორმა, კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

„ცვლილების თანახმად, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ არა უგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები