მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Konica Minolta-მ კონფერენციას “Konica Minolta ღია კარის დღე 2023”-ს უმასპინძლა

63e28039397af
მარიამ იზორია
08.02.23 13:47
683
კომპანია Konica Minolta-მ კონფერენციას “Konica Minolta ღია კარის დღე 2023”-ს უმასპინძლა. ღონისძიებაზე კომპანიამ ყველა პარტნიორი და მომხმარებელი ერთ სივრცეში შეკრიბა. სტუმრებს ციფრული ბეჭდვის სისტემები, ციფრული ეტიკეტების აპარატები, ტექნიკა ციფრული ფოლგისა და ლაქირებისთვის წარუდგინეს.

Konica Minolta-ს ღია კარის დღეზე წარდგენილი ყველა დანაგარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად შემოვიდა.

“Konica Minolta ღია კარის დღე 2023”-ს Konica Minolta Business Solutions Europe-ის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

როგორც Konica Minolta-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, კონფერენციაზე აუდიტორიას ჭკვიანი სამუშაო სივრცეც წარუდგინეს. Konica Minolta-ს მიაჩნია, რომ სამუშაო სამყარო მოიცავს სამ საყრდენს: ადამიანებს, სივრცეებს და ტექნოლოგიას. ძალიან ხშირად,ისინი როგორც ცალკეული ერთეულნი ისე განიხილება, თუმცა ინოვატორი კომპანიის ხედვა ნამდვილი ციფრული სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით, ხალხის სივრცის და ტექნოლოგიის დაკავშირებაა.

“კომპანია უკვე 150 წელზე მეტია, რაც ბაზარზეა. კონიკა მინოლტას მიმართულება თავდაპირველად ფოტო აპარატები იყო. ახალი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ჩვენს სამიზნე ბაზრებზე ვცდილობთ, სამრეწველო ბეჭდვის სფეროა, რომლისთვისაც თანამედრო ტექნოლოგიებს ვქმნით.

დღეს სწორედ ასეთი ტექნოლოგიები წარმოვადგინეთ აუდიტორიის წინაშე. გარდა პროფესიონალური ბეჭდვის ტექნოლოგიური ინოვაციური გადაწყვეტილებებისა, პრეზენტაცია გავუკეთეთ ციფრულ სამუშაო სივრცეს, რომელიც აპარატურას, ჭკვიან კამერებს და ყველა იმ ტექნოლოგიას მოიცავს, რომელიც ბიზნეს პროცესების გამარტივებისკენ არის მიმართული”- აღნიშნა Konica Minolta Europe-ს პრეზიდენტმა ტადახიკო სუმიტანიმ.

Konica Minolta-ს ქართული წარმომადგენლობამ - Konica Minolta Business Solution Georgia-მ ოპერირება 2019 წელს დაიწყო. 4 წლის განმავლობაში კომპანიამ ქართული ბიზნესებისთვის არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. კონიკა მინოლტას დახმარებით არაერთმა ქართულმა კომპანიამ ინოვაციური ტექნოლოგიები დანერგა.

საქართველოს გარდა, კომპანია Konica Minolta Business Solutions Europe შვილობილი კომპანიებით და დისტრიბუტორებით ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია დაახლოებით 8700 თანამშრომელს აერთიანებს. Konica Minolta-სთვის წარმატებული იყო გასული 2021-22 წლები, რადგან ამ პერიოდში კომპანიის გაყიდვებმა 1.9 მლრდ ევროზე მეტი შეადგინა. კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მსოფლიოსთვის და რაც ყველაზე სასიხარულოა საქართველოსთვის, ინოვაციების შეთავაზებას სამომავლოდაც გააგრძელებს.


ns

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები