მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Lenovo მომხმარებელს დამატებით სერვისს - შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას სთავაზობს

6350d539b2e2d
BM.GE
20.10.22 11:10
511
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ნოუთბუქი და პლანშეტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღის განმავლობაში ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ მოწყობილობასთან ერთად ვატარებთ. ამიტომ მათი ყიდვისას მნიშვნელოვანია ჩვენი ახლად შეძენილი ნივთი დამატებითი გარანტიით „დავაზღვიოთ“, რათა ერთი მხრივ, თავიდან ავირიდოთ შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დისკომფორტი, მეორე მხრივ კი, მოწყობილობამ დიდხანს, გამართულად და ხარისხიანად იმუშაოს.

კომპანია Lenovo მომხმარებელს სთავაზობს დამატებითი გარანტიის სერვისს - შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვას (ADP_ Accidental Damage Protection).

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP) შესაძლებლობას გაძლევთ თავიდან აიცილოთ როგორც გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ნოუთბუქის ან პლანშეტის ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნება, ასევე რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯები.

როგორც წესი, ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენიდან პირველი სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა უმრავლესობას ერთხელ მაინც უწევს ისეთი შემთხვევითი დაზიანების შეკეთება, რომელიც სტანდარტულ საგარანტიო მომსახურებაში არ შედის.


გაუთვალისწინებელი შემთხვევების ჩამონათვალი, რომელსაც ADP სერვისი ითვალისწინებს, საკმაოდ ვრცელია: მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა, კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევით გამოწვეულ ზიანს სტანდარტული საგარანტიო მომსახურება არ ფარავს.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს შემთხვევა ალბათ კარგად არის ნაცნობი მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან და იცის, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსგავსი შემთხვევების შედეგად დაზიანებული ნივთის შეკეთება. Lenovo-ს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის (ADP) სერვისი კი მომხმარებელს თავიდან აცილებს საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი - ADP - Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება. ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.


დამატებითი მომსახურების - შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისის (ADP) შეძენა შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას Lenovo-ს ავტორიზებულ პარტნიორებთან - ალტა და ელიტ ელექტრონიქსი.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები