კომპანია "მშენბერი" ამ ეტაპზე 2 პროექტით არის ბათუმში წარმოდგენილი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ჯემალ ბერიძე აცხადებს, ქალაქს სჭირდება გენგეგმა და სწორი განაშენიანება უკეთესი ეკონომიკური სარგებლისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კომპანიამ ბმჯისთან საუბრისას წამოჭრა, ეხება ბაზარზე კონკურენციას და ამ პროცესში რუსების მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დეველოპერული კომპანიები ამ ეტაპზე რეგიონში არ ფიქსირდებიან, "მშენბერში" არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში ბაზარზე რუსების მიერ დაფუძნებული კომპანიებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აქტიურ კონკურენციაში შევლენ ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებთან.
სტუმარი: ჯემალ ბერიძე -“მშენბერის” დირექტორი;