მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “მწვერვალი” 2022 წლიდან წარმოების გაზრდას გეგმავს

61c1cd12b9fa4
მარიამ იზორია
22.12.21 10:36
585
ხის სათამაშოების, დეკორაციებისა და საბავშო ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მწვერვალი” 2022 წლიდან გაფართოებას გეგმავს, რის შემდეგაც დამატებით 5 ადამიანს დაასაქმებს და პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანს.

როგორც bm.ge-ს "მწვერვალის" დამფუძნებელმა თინა დათუკიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მათ პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არსებული მცირე წარმოებით ბაზარს ვერ აკმაყოფილებენ.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანია გაფართოებისთვის, დაახლოებით, 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც ნაწილს პირადი ფინანსებით უზრუნველყოფს, ნაწილს კი "საქართველოს ბანკის" საბანკო სესხით დაფარავს.

“სათამაშოებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია; ახალი წლის პერიოდში ეს ყოველთვის ასეა, თუმცა ამას საბავშვო ბაღების ტენდერებიც ემატება. ამ თვეში შეკვეთებს ვეღარ ვიღებთ, რადგან იანვრის ჩათვლით ადგილები სულ დაკავებულია. აღსანიშნია, რომ არც პანდემიის პერიოდში გავჩერებულვართ, ამან მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა, მონაწილეობა თურქეთსა და გერმანიაში საერთაშორისო გამოფენებზეც მივიღეთ, გერმანიიდან პირველი შეკვეთაც გვქონდა, თუმცა უარი ვთქვით, რადგან ამ წარმოებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას ერთდროულად ვერ დავაკმაყოფილებდით, სწორედ ამიტომ 2022 წლის გეგმა გაფართოება და მეტი მუშახელის დამატებაა, რათა წარმოება გავაათმაგოთ, ექსპორტზეც გავიდეთ და საქართველოშიც უფრო მეტი ნივთი გავყიდოთ”, - განმარტავს თინა დათუკიშვილი.

ინფორმაციისთვის, კომპანია “მწვერვალი” ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, ის მუდმივად 6 ადამიანს ასაქმებს და ნაწარმის რეალიზაციას ონლაინ etsy-პლატფორმაზეც ახდენს. კომპანია საბავშვო ბაღების ტენდერებში მონაწილეობს და სათამაშოებით სააღმზრდელო დაწესებულებებს ამარაგებს. რაც შეეხება წარმადობას, “მწვერვალმა” მხოლოდ დეკემბერში უკვე 300-ზე მეტი სათამაშო დაამზადა და გაყიდა. “მწვერვალის” ნივთების ფასი მის სირთულეზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები