მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, სადაც კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელია

60f117ad15bd6
თათია კაკიაშვილი
17.07.21 00:30
1823
ბოლო პერიოდში, კრიპტოვალუტა საერთაშორისო მედიის ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს: ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ მაქსიმუმს - 60.000 დოლარს მიაღწია. თუმცა, ამის გარდა, მსოფლიო ბაზარზე არაერთი კომპანია ჩნდება, სადაც ხალხს ანგარიშსწორება ვირტუალური ფულით შეუძლია. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ბოლო დროს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა სულ უფრო აქტუალური ხდება. აქამდე კი ვირტუალური ვალუტის დახარჯვის შესაძლებლობები, მისი არასტაბილურობის გამო, დაბალი იყო.

Euronews-ის ცნობით, არსებობს მთელი რიგი ინდუსტრიები, სადაც გადახდის ამგვარი მეთოდი მიღებულია - ანუ მომხმარებლებს შეუძლიათ, მიღებული პროდუქციის თუ მომსახურების ღირებულება კრიპტოვალუტით დაფარონ.

ჰონგ-კონგში დაფუძნებული Pavilion Hotels & Resorts ჯგუფი პირველი საერთაშორისო სასტუმრო ქსელია, სადაც მომხმარებლები ვირტუალური ფულით იხდიან. ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია: ამსტერდამში, მადრიდში, ლისაბონში, რომში, ბალისა და ფხუკეტში, ივლისიდან მომხმარებელთან ანგარიშს 40-მდე ქოინის, მათ შორის ბიტკოინის და ეთერეუმის საშუალებით ასწორებს.

ამავე ანგარიშსწორების მეთოდს მიმართავს გიგანტი შვეიცარიული სადაზღვევო კომპანია AXA Insurance. კომპანიამ კრიპტოვალუტის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯერ კიდევ 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 18-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეების თითქმის მესამედს კრიპტოვალუტაში ინვესტიცია უკვე ჩადებული ჰქონდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, Microsoft-იც იღებს ბიტკოინ გადახდებს, რაც სხვადასხვა კომპანიასა და მომხმარებლებში კრიპტოვალუტის მიმართ ნდობას ზრდის. მომხმარებლები მთელი რიგი მომსახურებისთვის, მათ შორის Xbox Live-ისა და Skype-ის მომსახურების ღირებულების დაფარვისთვის, სწორედ ბიტკოინს იყენებენ.

"სტარბაქსის" საყვარელი სასმელის მირთმევის საფასურის გადახდაც უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. ამისათვის მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ახალი აპლიკაცია, სადაც თავადაც მარტივად შეამოწმებენ ანგარიშზე არსებული ქოინების რაოდენობას. აპლიკაციის შემქმნელების თქმით, ციფრული ვალუტით უკვე 500 000 ადამიანი დაინტერესდა.

ცხადია, არც "ტესლაა" გამონაკლისი, სადაც ანგარიშს კრიპტოვალუტით გაასწორებთ. დაბოლოს, მომხმარებელს ამ შესაძლებლობას სულ 15-მდე კომპანია აძლევს, მათ შორის: Amazon, Visa, PayPal, AirBaltic და Coca-Cola.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები