მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში კადრების დეფიციტია

BM.GE
15.02.22 13:15
698
თანამედროვე სამყაროში პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენს. ამ სფეროს უპირატესობა ისაა, რომ მისი სწავლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გზით შეგიძლიათ, იქნება ეს უნივერსიტეტი, კოლეჯი თუ ონლაინ კურსები. თუმცა, ადამიანი, რომელმაც პროგრამირების სწავლა ახლახან გადაწყვიტა, თავდაპირველად, შესაძლოა, გაურკვევლობაში აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ არსებობს პლატფორმა - BitCamp - რომელიც დამწყები დეველოპერებისათვის ცოდნის და გამოცდილების ერთგვარი შესაძლებლობაა და ეხმარება დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიების კუთხით კარიერის ნულიდან დაწყებაში. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს ქვეყანაში მწვავედ დგას, ეს არის კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში კადრების ნაკლებობა, რადგან ქარველების უმეტესობა, რომლებმაც მოახერხეს ამ კუთხით განვითარება, აღმოსავლეთ ევროპაში საქმდებიან დისტანციურად და საქართველოში აღარ გვრჩება კვალიფიციური კადრები. ამის შესახებ გადაცემა ფორბს თოქში, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემაც ისაუბრა. 

როგორ ვისწავლოთ Web Development-ი, სად დავსაქმდეთ, ასევე რა მდგომარებაა საქართველოში კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში? 

სტუმრები: ოთარ ზაკალაშვილი - "ბიტკემპის" დამფუძნებელი.
ჰერმან საბო - პარლამენტარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები